რუსეთი ფედერალური უსაფრთხოების სამახურის პრაპორშიკი ვიტალი ხრიპუნმა, რომელიც გაუსაძლისი პირობების გამო ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბაზიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა და პოლიტიკური თავშეფარი ითხოვა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე არსებულ შეიარაღებაზე ყვება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხრიპუნი აცხადებს, რომ რუსულ სამხედრო ბაზაზე არსებული სამხედრო არსენალი აკმაოდ შთამბეჭდავია.
"მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებულ რუსულ მობილურ ჯგუფებს მძიმე შეიარაღება არა აქვთ, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკა იქ ძალიან უმოკლეს ვადაში შეძლებს ჩასვლას",_ აცხადებს ხრიპუნი და დასძენს, რომ მისივე კოლეგები განცხადებით, ჯავაში მდგარ რუს მესაზღვრეებს რუსული "გრადის" ტიპის საცეცხლე კომპლექები აქვთ.
ხრიპუნი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში მყოფ რუს სამხედროებს ძალიან დიდი რაოდენობით ზედმეტი ვაზნები აქვთ და ამტკიცებს, რომ მისი კოლეგები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ "აქ ყველფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს".
"მათ შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთონ და შემდეგ ეს უკვე ისე შემოატრიალონ თითქოს ყოველივე ქართველმა მესაზღვრეებმა გააკეთეს",_ აცხადებს ხრიპუნი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო სამსახურის აღწერისას ხრიპუნმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები იქ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ დამუშავებას აწარმოებენ.
"აქ ხშირად ჩამოდიან სპეცსამსახურები, დაზვერვის წარმომადგენლები და მოსახლეობასთან საუბრებს აწარმოებენ. სინამდვილეში კი მაგალითად სოფელ სინაგურის მაცხოვრებლებს სულაც არ მოსწონთ, რომ მათ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან, მაგრამ ისინი ხმამაღლა არაფერს ამბობენ, ან რა უნდა უთხრა შეიარაღებულ ადამიანს",_ ყვება ხრიპუნი.
მისივე თქმით, მან სამხედრო ნაწილი იმიტომაც დატოვა, რომ მისი მისამართით,წოდებით მასზე უფრო დაბლა მდგომი ჯარისკაცები მუქარას გამოთქვამდნენ.
"მუქარები იყო მაშინ, როდესაც მე მათ კორუფციასთან დაკავირებით შენიშვნებს ვუკეთებდი. ისინი იღებენ ფულს იმ ადამიანებიდან, რომლებსაც სამხრეთ ოსეთიდან ტყის გატანა ან ტყის შემოტანა უნდათ. ბევრი იხდის",_ აცხადებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გამოქცეული რუსი ჯარისკაცი.
ვიტალი ხრიპუნი ასევე აცხადებს,რომ თბილისში რუსეთი კონსულთან გამართული საუბრის დროს, კონსულზე მიმიდნარეობდა ზეწოლა. "მან მითხრა, რომ თუ მე ორი დღის ვადაში რუსეთის ტერიტორიაზე დავბრუნდებოდი ჩემს წინააღმდეგ რუსეთი სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავდა დეზერტირობის მუხლით. თუმცა მე ვიცი, რომ ჩემი დაცვა არავის არაფერში სჭირდება. და უფრო მარტივი იქნებოდა თუ საერთოდ გათავისუფლდებოდნენ ჩემგან",_ აცხადებს ხრიპუნი და გაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი სულაც არ ნანობს, რომ საგუშაგო მიატოვა. "ადამიანური მხრიდან მე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. რაც შეეხება სამხედრო ფაქტორს, ბევრი დეზერტირად მიმიჩნევს, განსაკუთრებით კი მთავრობა. რადღაც შესაძლოა ისინი მართლები არიან, მე ხომ საგუშაგო მივატოვე", _ აცხადებს ხრიპუნი.
შეგახსნებთ, რომ ამჟამად ხრიპუნი თბილისში ცხოვრობს და დევნილის სტატუსის მინიჭებას ელოდება. რას გააკეთებს მომავალი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამხედრო საზღვაო სამსახურს დაუბრუნდეს (სახმელეთო ჯარები გადასვლამდე ხრიპუნი გემზე მსახურობდა).