24-29 იანვარს დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, სადაც ელენე გედევანიშვილი გამოვა. ეს ქართველისთვის მეშვიდე ევროპის ჩემპიონატია. 24 იანვარს შეფილდში ქალთა შორის საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყო, სადაც 23 მონაწილე 10 საგზურისთვის იბრძოდა. ცხადია, ელენეს ძირითად ტურნირში ადგილი გარანტირებული აქვს.
ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია კონტინენტის სამგზის ჩემპიონი, იტალიელი კაროლინა კოსტნერი, რომელიც შარშან მხოლოდ შვეიცარიელ სარა მაიერს ჩამორჩა. სარა მაიერმა სპორტს თავი დაანება. შარშან ბრინჯაოს მედალი ფინელმა კიირა კორპიმ მოიგო, შეფილდში მასაც ვიხილავთ.
ქალთა მოკლე პროგრამა 28 მონაწილით 27 იანვარს გაიმართება, თავისუფალი კი 28 იანვარს.
ამ დრომდე ელენემ ევროპის ჩემპიონატებზე ეს შედეგები აჩვენა - 2006 -V ადგილი; 2007 -VIII; 2008 -VII; 2009 - XXV; 2010 - III; 2011 - VIII.