"ივანიშვილის დაფინანსების მისაღებად იმდენი ხალხი იყო მისული, რომ სამჯერ მივედი ოფისში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.
"ჩვენ ამ ფონდის დახმარებით ვცხოვრობთ. უამრავი ხალხია დამოკიდებული ამ თანხაზე. იქ, რომ მივედი უამრავი ისეთი ადამიანი დამხვდა, რომელსაც არც კი ვიცნობ, მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული უდევს ჩემს იქ მისვლას და ხელისმოწერას. მატერიალურად არ მაქვს იმდენი, რომ ამ ქველმოქმედებაზე უარი ვთქვა. პოლიტიკაში არ ვერევი, რაც ჩემი ქალიშვილი გარდაიცვალა, საერთოდ წამოვედი პოლიტიკიდან", - აღნიშნა შენგელაიამ.
შეგახსენებთ, რომ "ქართუ ბანკს" და კულტურის წარმომადგენლებს შორის ხელშეკრულება იანვრის 10-დან 25-მდე ფორმდება, რომელსაც ხელს სურვილის მიხედვით კულტურის წარმომადგენლები აწერენ.