მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შესაძლოა კლუბი ზაფხულში დატოვოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება. მათი ინფორმაციით ჟოზეს, ბარსელონასთან მარცხის შემდეგ, კონფლიქტი მოუვიდა გუნდის კაპიტანთან, იკერ კასილასთან და სერხიო რამოსთან. ამ კონფლიქტს დაემატა, ბილბაოსთან საშინაო გამარჯვების შედეგ, გულშემატკივართა სტვნა პორტუგალიელისადმი.
AS-ის ცნობილმა ჟურნალისტმა სირო ლოპესმა განაცხადა, რომ ზაფხულსი მოურინიო დატოვებს მადრიდულ კლუბს.