საქართველოს მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა 1 მილიონ 912 ათას 943 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56,17 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა გააკეთა.
თარხნიშვილის თქმით, 3 ათას 467 საარჩევნო უბნიდან ცესკო-ში რეზულტაი უკვე შემოსულია. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერჯერობით რეზულტატი არ მიუღია იმ 44 უბნიდან, რომლებიც საზღვარგარეთ იყო გახსნილი.
"გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად არჩევნები შედგა. მთელი დღის
განმავლობაში გვქონდა კავშირი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან და მათ რაიმე სერიოზული დარღვევა არც დაუფიქსირებიათ", _
განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.