საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
„სააკაშვილი 2013 წლის შემდეგაც შეასრულებს არსებითად მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ სისტემაში, რაც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან", - აღნიშნა წიკლაურმა და აქვე დასძინა, რომ კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგავს პრეზიდენტი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ამას „ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი გადაწყვეტენ.
„ასეთი დინამიზმის პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური სცენიდან დოისტანცირებული არ იქნება", - აღნშნა წიკლაურმა და აქვე დასძინა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილი საარჩევნო სიაში არ იქნება.
„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებამოსილება 2013 წელს იწურება და ის უფლებამოსილებას, სწორედ ამ ვადამდე შეასრულებს", - აცხადებს უმრავლესობის წევრი.