გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარ შტაბში 24:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ეგზიტპოლებით ადამიანების ფსიქოლოგიურ გატეხვას შეეცადა.
გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ქართული ტელევიზიები ცდილობენ მოსახლეობას საპირისპირო შედეგები მიაწოდონ და ოპოზიციის კანდიდატებს ტელეეთერი დაუბლოკონ.
გაჩეჩილაძემ მოსახლეობას 6 იანვარს 14:00 საათზე რიყეზე შეკრებისა და საკუთარი უფლებებისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
გაჩეჩილაძის განცხადებით, აქციაზე დადასტურდება, რომ ქართველ ხალხს გამარჯვებას ვერავინ წაართმევს