"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმ რესურსის მეათასედი რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, სახალხო კრებას რომ ჰქონოდა დღეს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა.
"სახალხო კრებას იმის მეათასედი რესურსი, რომ ჰქონოდა რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს, დღეს სააკაშვილი ხელისუფლებაში არ იქნებოდა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდში არიან, დიდი უმრავლესობით სახალხო კრების გვერდში იქნებოდნენ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, სახალხო კრების ამოცანად რჩება, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეიცვალოს ხელისუფლება და თავისუფალი არჩევნების ჩატარდეს.
"ამისთვის აუცილებელია ის, რაზეც სახალხო კრება და ჩვენი პარტია 2010 წლის 29 სექტემბერს საუბრობდა, როდესაც კრების პირველი დამფუძნებელი ყრილობა ჩავატარეთ. სწრაფად უნდა შეიცვალოს დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმი ხელისუფლებისა, რომ ჩვენი სამშობლო გადავარჩინოთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, აუცილებელია არჩევნებამდე აქტიური ბრძოლა, რომ ხელისუფლებას არჩევნებზე მანიპულირების მექანიზმები არ ჰქონდეს.