გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხაინდარვა კატეგორიულად უარყოფს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველ ქალს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა.
ხაინდრავას თქმით, ეს არის ცილისწამება და იგი ტყეშელაშვილს ამ განცხადებაზე პასუხს აგებინებს.
"პასუხისგება, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ფორმით მოხდება. ტყეშელაშვილი არის ცნობილი ცილისწმამებელი. ეს ის ადამიანია, რომელმაც არარსებული კანონის საფუძველზე პატიმრობა მიუსაჯა ირაკლი კაკაბაძეს, ჯაბა ჯიშკარიანსა და მათ თანამებრძოლებს. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ებრძვის თავისუფალ აზრსა და სიტყვას", - განაცხადა ხაინდრავამ.