ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში დღეს ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 164 წელს აღნიშნავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საღამოს ორგანიზატორმა როსტომ ჩხეიძემ განუცხადა, ღონისძიებაზე მსახიობები მწერლის შემოქმედებას წაიკითხავენ.
"ჩვენ უკვე სამი წელია, ყოველ 20 იანვარს ვატარებთ ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს. პირველი იყო ხსოვნის, ანუ გამოსვლები და შეფასებები მოეწყო. მეორე, რომელიც შარშან ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა, მოვაწვეთ გამოფენა და სხვადასხვა მხატვრების თვალით დანახული ყაზბეგი ვაჩვენეთ. ახლა, კი გადავწყვიტეთ მისი შემოქმედება მსახიობებს წავაკითოთ და მხატვრული საღამო მოვაწყოთ", - განაცხადა ჩხეიძემ.
საღამოზე მონაწილეობას იღებენ მსახიობები გია ჯაფარიძე, ლელა მახნიაშვილი და გიორგი არაბული. მათ შორის იქნება პოეტი ერეკლე საღლიანი, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩადან" წაიკითხავს ნაწყვეტს.
ღონისძიებას ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება და საინიციატივო ჯგუფი ხელმძრვანელობს.
საღამო ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში, დღეს 18:00 საათზე დაიწყება.