იმისთვის, რომ რუსეთი არ აღიქმებოდეს მტრად, საკმარიასია, რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს მტრობა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველსობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"იმისთვის, რომ ეს ასე არ იყოს, საკმარიასია, რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს მტრობა და არანაირი სურვილი ქართველ ხალხს რუსეთის მტრობის აღარ ექნება", - აღნიშნა გაბაშვილმა.
"სადაც მეორე ქვეყანა შედის არმიით, ძალით, ხოცავს ხალხს, ანადგურებს ელიტას და იკავებს ტერიტორიებს მას უწოდებენ ოკუპანტს. შეიძლება ეს ლავროვს უკვირს, მაგრამ წესით არ უნდა უკვირდეს", - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ როცა საუბარია მტრობაზე, ეს ხალახთაშორის ურთიერთობებს არ ეხება.
"ეს არის სახელმწიფოს ურთიერთობა სახელმწიფოსთან. თუ რუსეთის ხელისუფლება აღიარებს თავისი მეზობლების უფლებას, ჩამოაყალიბონ თავიანთი ბედი დამოუკიდებლად, იყვნენ სუვერენულები, აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, პრობლემა მაშინ აღარ იქნება. საუბარი არ არის იმაზე, რომ კულტურის, მეცნიერების, განათლების ან ეკონომიკის სფერობში ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, ეს თანამშრომლობა იყო და ახლაც არის. აქ საუბარია სახელმწიფოს პოზიციაზე, რომელიც არ ცნობს საქართველო ტერიტორიულ მთლიანიობას და შემოჭრილია უხეში სამხედრო ძალით", - აღნიშნა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ტენდენციით, წარმოაჩინოს რუსეთი ქართველი ხალხის მტრად.