ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან გადატვირთვის ფონზედაც კი დემონსტრირიებას ახდენს, რომ საქართველოს ფასი ძალიან დიდია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა 30 იანვარს დაგეგმილი საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა.
"ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან გადატვირთვის ფონზედაც კი დემონსტრირიებას ახდენს, რომ საქართველოს ფასი ძალიან დიდია. აშშ-ს სურს საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადად წარიმართოს, რომ იყოს სტაბილური, დინამიკური, დემოკრატიული სახელმწიფო. არჩევნები არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა დემოკრატიის კუთხით", - აღნიშნა წიკლაურმა.