ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია პროგრამა "ოსობოე მნენიეში" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ "იმ ლაწირაკებისგან განხვავებით, რომლებიც რუსეთს მართავენ, საქართველოს პრეზიდენტი სერიოზული სახელმწიფო მოღვაწეა".
"სააკაშვილზე საუბრების მოსმენის შემდეგ "მიშისტი" გავხდი. იცით, როგორ უწოდებს თავის თავს ქართული დიაპორა? ამ დიდ პატრიოტებს შტატებში ყოფნისას შევხვდი. ისინი თავს "მიშისტებს" უწოდებენ, რადგან უყვართ მიხეილ სააკავილი. აი, ნამდვილად გავხდები "მიშისტი", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია და დასძენს: "მაინცდამაინც არ მიყვარდა სააკაშვილი, ვიდრე მისი ლანძღვა არ დაიწყეს და ვიდრე მართლაც არ დავინახე, რომ ის, ჩვენი ლაწირაკებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენ გვმართავენ, სერიოზული სახელმწიფო მოღვაწეა. ნახეთ, როგორ ატარებს იგი რეფორმებს", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია.