ე. წ. სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება ზემო აფხაზეთში (კოდორის ხეობა) ტურიზმის აღორძინებას აპირებს. ამ მიზნით სეპარატისტები ზემო აფხაზეთში დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას აპირებენ.
სეპარატიტული აფხაზეთის ე. წ. ტურიზმის კომიტეტის ინფორმაცით, ზემო აფხაზეთში ტურისტული ბაზებისა და მარშრუტების გახსნა იგეგმება.
კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ტურისტული მარშრუტები, რომლებიც საქართველოსა და ჩრდილო კავკასიას აერთებდა, თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო, ამიტომაც მათი აღდგენით ჩნდება კარგი პერსპექტივები ტურიზმის აღორძინებისათვის.