არჩევენებში მონაწილება მხოლოდ მძემა და განსაკუთრებით მძიმე დანაშულისთვის ბრალდებულ პირებს ეზღუდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები ახალ „საარჩევნო კოდექსში" აისახა, რომელიც უკვე ძალაშია.
დღემდე მოქმედი კოდექსით, აქტიური საარჩევნო უფლება ჰქონდა საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, განათლებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, ხოლო საარჩევნო უფლება არა ჰქონდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში.
განახლებულ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კი არჩევნებში/რეფერენდუმში/პლებისციტში მონაწილეობის საყოველთაო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება.
ასევე, პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება.
ამასთან, არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული.
შესაბამისად, პირები რომლებიც ნაკლებად მძიემ დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძევათ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ახალი „საარჩევნო კოდექსი" 2011 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცდა, რომელზაც მუშაობა დახლებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.