ნუკრი კაპანაძე ახალ ბენდთან ერთად განსხვავებულ ჟანრში იმღერებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა.
"ჯერ არავისთან მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით, რომ დავიწყე ბენდთან ერთად მუშაობა. ყოველთვის ვოცნებობდი და მშურდა იმ ადამიანების, ვინც ბენდთან ერთად მუშაობდა. ჯგუფი, რომელთანაც ვთანამშრომლობ, ტელევიზორში ვნახე. ჯერ მათ სახელიც არ აქვთ შერჩეული. უკვე დავიწყეთ ორ სიმღერაზე მუშაობა, რომელიც თეონა კინწურაშვილს ეკუთვნის და ვნახოთ, რა გამოვა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კაპანაძემ
ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ანრი ღუდუშაური, გიტარაზე უკრავს. ჯგუფის სხვა წევრები კონტრაბასზე, საყვირსა და დასარტყამ ინსტუმენტზე უკრავენ.
"კლავიში გვაკლია, თუმცა ვფიქრობ, ჯერ არცაა საჭირო. ეს ექსპერიმენტი იმედია გაამართლებს, რადგან განსხვავებულ ჟანრში მომიწევს მუშაობა. ესაა პოპმუსიკა, რომელიც კარგად გაკეთებული ტრადიციული სიმღერები იქნება", - განაცხადა ნუკრი კაპანაძემ.
ცნობისთვის, ნუკრი კაპანაძემ სამი ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც ნინო ჩხიკვაძეს და თეონა კინწურაშვილს ეკუთვნის.მომღერალი სიმღერების პრემიერას ბენდთან მუშაობის გამო აჭიანურებს.