ანსამბლი "რუსთავი" თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, ფრიდონ სულაბერიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა "ქართული ხელოვნების საღამოს" ფარგლებში განახლებულ ცეკვებს წარადგენს.
"პროგრამაში გავქვს "მოხევური" ცეკვა, რომელიც ჩემი ვარსკავლის გახსნაზე დაიდგა, "ძველი თბილისიც" ახალი ცეკვაა. ისეთი პროგრამა გვინდა წარვადგინოთ, რომ სიახლეებში ქართული სული არ დაიკარგოს. მე ვიტყოდი, ადამიანი ჩვენს კონცერტში ქართულ ისტორიას დაინახავს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სულაბერიძემ.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" "ქართული ხელოვნების საღამოების" ფარგლებში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს 20 იანვარს გამართავს.