მუსიკოსი ნინო ქათამაძე ლონდონში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის კონცერტს გამართავს. როგორც მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის ჯგუფთან ერთად ლონდონში დღეს საღამოს გაფრინდება.
"დღეს მივფრინავთ ლონდონში, რომ დიდ საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გავმართოთ. საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 500 ფუნტია და შემოსული თანხა მთლიანად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაერიცხებათ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქათამაძემ.
კონცერტი ლონდონის დიდ საგამოფენო სივრცეში 13 იანვარს მოეწყობა. როგორც ცნობილი გახდა, კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.