ლაშა ბუღაძე "ბი-ბი-სის" საერთაშორისო კონკუrსში გამარჯვებულ რადიოპიესა "ნავიგატორის" წიგნად გამოცემას გეგმავს. როგორც მწერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პიესა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში იბეჭდება.
"გადავწყვიტე, პიესა, რომელიც "ბი-ბი-სის" გამარჯვებული გახდა, ქართულენოვანიც ყოფილიყო და მალე მას წიგნად გამოვცემ. ჯერ პრეზენტაციის თარიღს ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ მიმდინარეობს მუშაობა", - აღნიშნა
შეგახსენებთ, რომ ბუღაძის რადიოპიესა „ნავიგატორი" ჟიურიმ 2011 წლის საუკეთესო რადიოპიესად დაასახელა.
კონკურსის ჟიურიში ცნობილი მწერლები, დრამატურგები და მსახიობები იყვნენ, რომლებმაც ბუღაძის პიესას "შავი კომედია" უწოდეს. "ნავიგატორის" ინგლისური თარგმანი მაია ყიასაშვილს ეკუთვნის.