თბილისში "კულტურის ცენტრი" გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დავით ოქიტაშვილმა განუცხადა.
როგორც პროექტის ორგანიზატორმა განაცხადა, ცენტრს საკონცერტო ვერანდაც ექნება, სადაც შემოქმედებით საღამოს პირველად უცხოელი მომღერალი მოაწყობს.
"კულტურის ცენტრში 400 კაციანი საკონცერტო ვერანდა იქნება, სადაც 10 თებერვალს გრანდიოზული საღამო მოეწყობა. მას უცხოელი მომღერალი გახსნის, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჯერჯერობით ვინაობის თქმა არ შეგვიძლია. ასევე, კულტურის ცენტრში იქნება საგამოფენო სივრცე, მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები და შეხვედრები", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
"კულტურის ცენტრის" გახსნა 25 იანვარს არის დაგეგმილი, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მოწვეულები. "კულტურის ცენტრი" სპორტის სასახლის გვერდით არსებულ ბიზნეს ცენტში განთავსდება