თბილისში ევრობანკი იწყებს პრაქტიკული სემინარების სერიას კერძო კომპანიების დამფინანსებელი პარტნიორი ბანკებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ხაზინის რისკის მართვაზე და ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე ორდღიანი სემინარი ჩატარდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) არსებულ გარემოში მხარს უჭერს თავის პარტნიორ ბანკებს და კორპორატიულ კლიენტებს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებით განპირობებული გამოწვევების მართვაში რისკის მართვის თემაზე სემინარების სერიის ორგანიზებით.
ადგილობრივ ვალუტაში შემოსავლების მქონე კლიენტებისადმი უცხოურ ვალუტაში დენომინირებული კრედიტების გაცემის და პოტენციური სავალუტო შეუთავსებლობების გავლენა აქტუალურ განსახილველ საკითხად იქცა ევრობანკის ინვესტიციების მქონე ქვეყნებში ბოლო პერიოდში ფინანსური ბაზრების დამძიმებული მდგომარეობის ფონზე.
ხსენებული საკითხების დასარეგულირებლად და უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ შემეცნების გასაძლიერებლად თბილისში ევრობანკი იწყებს პრაქტიკული სემინარების სერიას კერძო კომპანიების დამფინანსებელი პარტნიორი ბანკებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
სემინარებს ჩაატარებენ რისკის მართვის სფეროში აღიარებული ექსპერტები. სემინარზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიები და პრაქტიკული მაგალითების განხილვა მოეწყობა. სემინარის მონაწილეები განიხილავენ ფინანსური კრიზისის გავლენას რეგიონში ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ კრედიტებზე და ისწავლიან როგორ მართონ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული დაფინანსება დანაკარგების დაზღვების სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით.
სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავალუტო ბირჟის მიერ უზრუნველყოფილ შესაძლებლობებს, რომლის აუქციონერია ევრობანკი, განვითარებაზე ორიენტირებულ სხვა საერთაშორისო დაწესებულებებთან ერთად.
სავალუტო ბირჟა ნიდერლანდებში დაფუძნებული გლობალური საინვესტიციო ფონდია. მისი სპონსორები არიან ნიდერლანდების განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსების კომპანია. ბირჟა ევრობანკს საშუალებას აძლევს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სინთეთიკური კრედიტები გასცეს კლიენტებზე მის ზოგიერთ სამოქმედო ქვეყანაში.