12 იანვარს კინომსახიობთა თეატრში მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლის - "R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება" პირველი საპრემიერო ჩვენება ჟურნალისტებისთვის გაიმართება.
სპექტაკლი უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლის რეჟისურა, იდეა და სივრცის გადაწყვეტა მიხეილ მარმარინოსს ეკუთვნის; ორიგინალური მუსიკა დიმიტრის კამაროტოსს; კოსტიუმების მხატვარი უშანგი იმერლიშვილია; მხატვარი გრიმიორი - ანუკა მურვანიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ მაია გელოვანი, ეკა დემეტრაძე, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ნაკაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე.
სპექტაკლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიდგა.
საპრემიერო წარმოდგენები 14, 15 და 19 იანვარს გაიმართება.