13 იანვარს "თბილისი მარიოტში" ჯაზის საღამო გაიმართება. თბილისში პირველად განხორციელდება სპეციალური პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჯო ზავინულის "სინდიკატის" ცნობილი წარმომადგენელი ამიტ ჩატერჯი (Amit Chatterjee) და მისი ბენდი ALLIANCE.
ქართველ პიანისტ დინი ვირსალაძესთან ერთად მუსიკოსები სპეციალურად ქართული პუბლიკისთვის საათნახევრიან პროგრამას შეასრულებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვირსალაძემ განუცხადა, მათი თანამშრომლობა ინტერნეტის საშუალებით შედგა.
"ჩვენ ერთ-ერთმა ვეტერანმა მუსიკოსმა დაგავკავშირა ერთმანეთს და ინტერნეტის საშუალებით შედგა ჩვენი გაცნობა. დღეს ჩამოდიან და 13-მდე რამდენიმე რეპეტიციას მოვასწრებთ. მუსიკა,, რომელიც ჩვენ ცალ-ცალკე ვისწავლეთ, ახლა უნდა შევაერთოთ. მძიმე იყო მოსამზადებელი პროცესი, რადგან ნოტები სოციალურ ქსელში გადავუგზავნეთ ერთმანეთს და ისე ვმუშაობდით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დინი ვირსალაძემ.
ღონისძიების ფარგლებში "პორშეს" ახალი მოდელის პრეზენტაციაც მოეწყობა.
ცნობისთვის, 12 იანვარს, სასტუმროში "თბილისი მარიოტი" ჯაზსაღამოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.