სეპარატისრული სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან თავისი ე.წ. მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს.
"თუ სამხრეთ ოსეთი თავისი კეთილი ნებით ათავისუფლებს სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ახალოგიური ნაბიჯების ხილვა საქართველოს მხრიდანაც გვსურს", _ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველი დავიდ სანაკოევი.
მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული კეთილი ნების ნაბიჯების ფონზე საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ფასდება როგრც აგრესიული და პროვოკაციული.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აიძულებენ ოსურ მხარეს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად რადიკალურ ღონიძიებებს მიმართოს", _ აცხადებს სანაკოევი.
შეგახსნებთ, რომ ამჯამად ოსი სეპარატისტები ქართველი სამართალდამცავები მიერ სოფელ ნიქოზი დააკავებული გენადი ფლიევის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული იყო გადმოსული. აღსანიშნავია, რომ ფლიევი ოსური უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრია. ფლიევის წინააღმდეგ საქართველოს სამართალდამცავებმა უკვე აღძრეს სიხლის სამართლის საქმე და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.