დღეს, 9 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონცერტო დარბაზში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირთან არსებული ინსტრუმენტული ტრიო საშობაო კონცერტს გამართავს. ტრიო შეასრულებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს.
საკონცერტო პროგრამას ვიოლინოზე ქეთევან თავშავაძე, ფორტეპიანოზე მაია ჯინჭველაშვილი და ფლეიტაზე ია ბახტაძე შეასრულებს.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.