დღეს, 5 დეკემბერს, 22:00 საათზე, კლუბში "ჯაზი საზღვრებს გარეშე" ქართველი ჯაზმენის, ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართება. საღამოს ჯაზის მოყვარულები, მოწვეული სტუმრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
ახალი წლის კონცერტების სერიას მუსიკოსი თბილისიდან იწყებს.
ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ ჯაზ კლუბ "Birdland"-ში გამართული საღამოს შემდეგ გოჩიაშვილი კონცერტს თბილისში მართავს.