პროდუსერ ნათია გულიაშვილისა და რეჟისორ ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი "მადონა" ბოშის ფონდის 2012 წლის პროგრამაზე კოპროდუქციის პრიზის ნომინანტი გახდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, "მადონა" პირველი ქართული კინოპროექტია, რომელიც კოპრდუქციის პრიზის მოსაპოვებლად 15 პროექტს შორის იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ ბოშის ფონდის პროგრამაზე მხოლოდ ექვსი დოკუმენტური პროექტია წარდგენილი.
დოკუმენტური ფილმი 55 წლის ქალის ცხოვრებას ასახავს, რომელიც საბჭოთა დროს ტრავმაის მძღოლი იყო, დღეს კი ერთადერთი ქალია, რომელიც თბილისში ავტობუსს მართავს.