ეკა მამალაძე 2 თებერვალს სოლოკონცერტს გამართავს. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა.
"უკვე დავგეგმე დღე, როდესაც სოლოკონცერტს გავმართავ და ახლა პროგრამაზე ვმუშაობ. იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები და მათ შორის დუეტებიც", - განაცხადა მამალაძემ.
მამალაძემ ახალი ალბომი "სიყვარულზე მიამბე" გამოუშვა, რომელშიც კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სეფისკვერაძის 13 სიმღერაა შესული.