მომღერალი ირმა სოხაძე რუსთაველის თეატრში, სოლოკონცერტის გამართვას გეგმავს. საღამო, სახელწოდებით "25 ქართული მარგალიტი", მაისშია დაგეგმილი.
"ჩემს სოლოკონცერტზე 25 ქართველი კომპოზიტორის საუკეთესო სიმღერას შევასრულებ. თავდაპირველად მინდოდა რუსული რომანსებიც შემეტანა, თუმცა, ვითარებიდან გამომდინარე, გადავიფიქრე. საღამოზე ცაბაძის, ლაღიძის, ცინცაძისა და სხვა ბევრი საყვარელი კომპოზიტორის ნამუშევრებს წარმოვადგენ. კონცერტზე დუეტებიც იქნება", - აღნიშნა სოხაძემ.
როგორც მუსიკოსმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, თებერვალში გრიბოედოვის თეატრში ერთ-ერთი კომპოზიტორის საღამოს მოწყობას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ირმა სოხაძის ინიციატივით, გრიბოედოვის თეატრში კომპოზიტორ მიხეილ ტარივერდიევის, რუსთაველის თეატრში კი მერი დავითაშვილის შემოქმედებითი საღამო მოეწყო.