დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში ბათუმში Miracle Park Square-ზ გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება, რომელშიც ხულიო იგლესიასი და სოფო ნიჟარაძე მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტს ორგანიზებას "ისტერ პრომოუშენი" უწევს. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისათვის უფასო იქნება.
ხულიო იგლესიასი სოფო ნიჟარაძესთან ერთად ახალი წლის ღამეს ორ სიმღერას შეასრულებს.
"ხულიო იგლესიას რამდენიმე ქართველი მომღერლის სია გავუგზავნეთ და მან მარტო სოფო ნიჟარაძე აარჩია, რომელთანაც ორ სიმღერას შეასრულებს. როგორც მან აღნიშნა, სოფო მის სტილში ჩაჯდა და მეორე მომღერლის დამატება აღარ ისურვა. კონცერტზე ხულიო 2-საათიან პროგრამას წარადგენს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა.
ხულიო ეგლესიას კონცერტს, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ხულიო იგლესიასის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომია.
როგორც ცნობილია 2011 წლის დადგომა საქართველოს ბათუმიდან ანდრია ბოჩელიმ მიულოცა.