კახაბერი და ხანუმები ახალი წლის ღამეს "ცანგალა და გოგონას" იმღერებენ. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ განუცხადა.
"ჩვენ მარჯანიშვილის მოედანზე ვხვდებით ახალ წელს, სადაც "ცანგალა და გოგონას" შევასრულებთ. პროექტი "კახაბერი და ხანუმები" ქართულ ფოლკლორის პოპულარიზაციას გულისხმობს და ჩვენ გვინდა ამის ფარგლებში შევასრულოთ საახალწლოდ სიმღერაც", - აღნიშნა ცისკარიძემ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს კახაბერმა განუცხადა ხანუმებთან ერთად კლიპის გადაღებასაც გეგმავს, თუმცა ამჯერად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კახაბერმა და "ხანუმებმა" ახალი პროექტის პრეზენტაცია 2011 წლის ივლისში გამართეს, სადაც მუსიკოსებმა თანამედროვე მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზი წარმოადგინეს.