მოძრაობის თეატრი ბათუმში, საახალწლო თეატრალიზებულ მუსიკალურ კარნავალს და საჰაერო წარმოდგენას გეგმავს. როგორც თეატრის მენეჯერმა, ქეთი ბეჟიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა პირველ იანვარს ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე მსახიობები საინტერესო სანახაობას წარადგენენ.
"საახალწლოდ ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს, მათ შორის თეატრალიზებული მუსიკალური კარნავალს და საჰაერო წარმოდგენას მოვაწყობთ. როგორც თეატრის რეჟისორი კახა ბაკურაძე ამბობს, ბათუმში მაყურებელი - "ცეკვა ჰაერში" ნახავს. წელს პირველად გვექნება, სპეციალურად გაკეთებული თოჯინები, რომელსაც კახა თავად ქმნის. ისინი მოძრავი თოჯინები არიან, რომლებიც სხვადასხვა სამოსით გარდაისახებიან", - აღნიშნა, მოძრაობის თეატრის მენეჯერმა, ქეთი ბეჟიაშვილმა.
ცნობისთვის, მოძრაობის თეატრი უკვე 6 წელია საახალწლო პროგრამასთან ერთად სხვადასხვა წარმოდგენებზე მუშაობს.