მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე ახალ წელს ბათუმში, ხულიო იგლესიასის კონცერტზე შეხვდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა.
"ძალიან მომწონს ხულიო იგლესიასი. წელს ვაპირებ, მის კონცერტს ბათუმში დავესწრო. იქ მეგობრებსაც ვნახავ და ასე შევხვდებით 2012 წელს. ჯერჯერობით კონცერტები არ მაქვს დაგეგმილი", - აღნიშნა კიკაბიძემ.
ცნობისთვის, კიკაბიძე რამდენიმე დღის წინ გასტროლებიდან დაბრუნდა. მან კონცერტები იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში გამართა.