მხატვარი გია ბუღაძე გამოფენის მოწყობას გეგმავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მხატვარმა განუცხადა, "ევროპის სახლის" საგამოფენო სივრცეში ის კომპოზიტორ გუსტავ მალერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნამუშევრებს გამოფენს.
"გუსტავ მალერის მე-2 სიმფონია ჩემი ცხოვრების თანმდევია. მისი ხსოვნის პატივსაცემოად შევქმენი 22 ნამუშევარი, რომელსაც 8 თვე მოვანდომე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბუღაძემ.
კომპოზიტორ გუსტავ მალერის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მხატვარმა მონაწილეობა ერთხელ უკვე მიიღო, თუმცა ამჯერად ბუღაძე თავის ნამუშევრებს "ევროპის სახლში" განათავსებს, რომლის გამოფენაც იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი.