"ახალ წელს "სუხიშვილები" არც ერთ ღონისძიებაში არ მიიღებენ მონაწილეობას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ილიკო სუხიშვილმა.
როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, წელს "სუხიშვილები" მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებიდან მიულოცავენ საზოგადოებას ახალ წელს.
"სანამ გასტროლებზე წავიდოდით, მანამდე ჩაგვწერეს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. ჯერჯერობით არაფერი გვაქვს დაგეგმილი. წელს, ვფიქრობ, ამაზე გავჩერდებით. როგორც ვიცი, ქუჩაში, არც თბილისში და არც ბათუმში, კონცერტს არ ვმართავთ", - განაცხადა სუხიშვილმა.
ცნობისთვის, "სუხიშვილები" იტალიიდან 28 დეკემბერს დაბრუნდნენ. ხელმძღვანელის თქმით, გასტროლებმა წარმატებით ჩაიარა.
"იტალიაში ვიყავით, სადაც გავმართეთ კონცერტები და ძალიან კარგად მიგვიღო მაყურებელმა", - აღნიშნა სუხიშვილმა.