საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც თავის ჯიბეს არ ისქელებს და არ იპარავს. როგორც სააკაშვილმა ქედაში, ახალი საავადმყოფოს გახსნისას განაცხადა, მთავრობამ იცის, რომ ხალხის მოყვანილია, იცის, რომ ხალხის სახელით არის იქ, სადაც არის და ხალხი არის მისი საბოლოო დანიშნულება.
"ყოველდღე ვიზრუნებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ გალამაზდეს აქაურობა, არამედ თითოეული თქვენგანი ცხოვრობდეს ბევრად უკეთესად. არასდროს დამავიწყდება, რომ აჭარა გაათავისუფლეთ თქვენ, როდესაც დაიძრნენ აქედან მანქანები, ჩავიდნენ ქვემოთ და უთხრეს მაშინდელ მმართველებს, რომ საკმარისია ხალხის დაცინვა, ხალხის ხარჯზე ჯიბეების გასქელება. ამ დროს დამთავრდა ის მმართველობა და დაიწყო ახალი ეპოქა აჭარაში. თქვენ გახსოვთ, რომ ერთი-ორი ძველი საავადმყოფო გადაღება აბაშიძემ, შეარემონტა შიგნიდან და ლუჟკოვთან და სხვებთან თავს იწონებდა, ეს რა მაგარი რამე გავაკეთეო. ახლა კი არ რემონტდება, შენდება მსოფლიოში საუკეთესო საავადმყოფოები. ეს არის განსხვავება აღმშენებლობისა და კუდაბზიკობის ეპოქას შორის. ან შენ ზრუნავ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე, ან იმაზე, თუ როგორ გამოათრიო ბავშვები გაჭირვებიდან და როგორ შეუქმნა ხალხს უკეთესი პირობები", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მიერ აშენებული კლინიკა 25-საწოლიანია. კლინიკაში 80 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჰოსპიტალი მომხრმარებელს სხვადასხვა სახის მოსმახურებას სთავაზობს, მათ შორის, ამბოლატორიულს, თერაპიულს, ქირურგიულს და სხვ. "იმედი L"-ის მიერ აშენებული კლინიკა პირველი სამედიცინო ცენტრია ქედაში. მისი მშენებლობა 3.5 მილიონი ლარი დაჯდა.