ანსამბლი "ერისიონი" ჯარისკაცებისთვის კონცერტს მართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა განუცხადა საღამოზე სიმღერის პრეზენტაციაც გაიმართება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჯარისკაცებისთვის ვმართავთ კონცერტს, ამჯერად აკადემიის დარბაზში სამხედროების წინაშე წარსვდგებით. კონცერტზე მესაზღვრეების სიმღერას ჩვენებური ინტერპრეტაციით შევასრულებთ და ერთგვარი პრეზენტაციაც შედგება", - აღნიშნა ჭკუასელმა.
ცნობისთვის, ანსამბლი "ერისიონი" თებერვალში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გეგმავს.