ვახტანგ ჯავახაძე 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლექსების კრებულს გამოსცემს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა.
"80 წელი მისრულდება და ამის აღსანიშნავად მინდა კრებული გამოვცე, რომელზედაც ახლა ვმუშაობ. მასში შევა ჩემი საუკეთესო ლექსები და წიგნს "ვახტანგურს" დავარქმევ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჯავახაძემ.
ჯავახაძის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. კომპოზოტორმა სანდრო მირიანაშვილმა ლექსზე - ''გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა'' - პირველი სიმღერა დაწერა. მის ლექსებზე დაწერეს სიმღერები კომპოზიტორებმა იაკობ ბობოხიძემ და რობერტ ბარძიმაშვილმა.
ვახტანგ ჯავახაძეს ვლადიმერ მაიაკოვსკის ოთხი პოემა აქვს ნათარგმნი: - ''ხერხემლის ფლეიტა'', ''შარვლიანი ღრუბელი'', ''მიყვარს'', ''მთელი ხმით''. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: ''საყვარელი ქარები'' (1959წ),''ნაწვიმარი ქუჩები'' (1962წ), ''ათასი მზე'' (1968წ), ''მეშვიდე'' (1974წ),''წეროების სამკუთხედი'' (1978წ) ''შედარება'' (1980წ),''და ასე შემდეგ'' (1983წ), ''მომიკითხე ზღვა'' (1988წ), ''ვახტანგური'' (1995წ), ''2002 სტრიქონი'' (2002წ),''უცნობი'' (1988წ),''უცნობი'' (2002 წ), ''მე შენ გეტყვი'' (1989წ).