ინდოეთის ქალაქ შრინაგარში უკვე 20 საათზე მეტია გრელდება წინააღმდეგობა ინდოეთის სამართალდამცავებსა და ორ ბოევიკს შორის, რომლებმაც შტატ ჯამაუ და ქაშმირის დედაქალაქში ერთ-ერთ სასტუმროში მოახერხეს გამაგრება.
ხელყუმბარებითა და ავტომატებით შეიარაღებულმა ბოევიკებმა თავდაპირველად იერიში მიიტანეს ქალაქის ცენტრში განლაგებულ პოლიციის განყოფილებაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა. ხოლო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაიანება მიიღო.
დაზარალებულთა შორისაა ინდოეთის ერთ-ერთი საინფორმაციო ტელეარხის ოპერატორიც.
პოლიციის განყოფიელბაზე თავდასხმის შემდეგ ბოევიკები მიმდებარედ სასტუმროს შენობაში განთავსდნენ და იქიდან უწევენ წინააღმდეგობას სამართალდამცავებს.
სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა. განხორციელდა სასტუმროს მიმდებარე არსებული სახლების და მოსახლეობის ევაკუაცია.
ღამის განმავლობაში სასტუმროს ტერიტორია განათებული იყო სპეციალური მოწყობილობებით, რათა ბოევიკებს არ მისცემოდათ მიმალვის შესალებლობა. დილიდან განახლდა სროლა. პოლიციეს თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი შენობის შტურმისთვის ემადებიან. პასუხისმგებლობას საკუთარ თავე იღებს "ჯამიათ ულ-მუჯაჰედინის" დაჯგუფება, რომელიც ქაშმირში დამოუკიდებელი შარიათის სახელმწიფოს შექმნის ინიციატორია.
უნდა აღინიშნოს რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კამიკაზე ბოევიკები რომლებიც სხვადასხვა სეპარატისტულ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, არაერთხელ გამოსულან შეიარაღებული წინააღმდეგობებით ქაშმირის სხვადასხვა ქალაქებში.
აღნიშნული ინცინდენტი კი პირველია ბოლო ორი წლის განმავლობაში.