"საქართველოს ცხელ კვალს" იური მეჩითოვი ფოტოებით ასახავს. ამის შესახებ ფოტოგრაფმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"საქართველოს უახლესი ისტორია ზვიად გამსახურდიას პირველი მიტინგიდან, 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს მოვლენები, შევარდნაძის მოსვლა და წასვლა, ახლების მოსვლა. მინდა 2012 წლის ბოლომდე ახალი მოვლენები ავსახო. არ გავუშვებ შანსს და საქართველოს ცხელ კვალზე გავალ. სუბიექტური თვალით დანახული და აღწერილი ფოტოები გამოიფინება", - განაცხადა მეჩითოვმა.
იური მეჩითოვს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ასახვაში ისტორიკოსებთან კონსულტაციის გავლა სურს.