ბაქოში თამრიკო გვერდწითელის სოლო კონცერტი დღეს გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, კონცერტს "სიზმრები საქართველოზე" ჰქვია.
"კონცერტი სინფონიური ორკესტრის თანხლებით ჩატარდება. ორგანიზებას ვუკეთებდი რაღაცებს. თამრიკოს რეპეტიციები არ სჭირდება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები, ძალიან მალე უკვე აღარ იყო", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ოქიტაშვილმა.
კონცერტი 3000-კაციან დარბაზში ეწყობა, რომელიც აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება.