დღეს, 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წლისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან აცნობეს, გალაკონცერტზე უწმინდესის მუსიკალური ნაწარმოების "Agnus Dei" პრემიერა გაიმართება.
კონცერტზე, ასევე, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მუსიკალური ნაწარმოებები- "Kyrie Eleison", "Ave Maria" და "Sanctus" აჟღერდება.
გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები ლიანა ისაკაძე, ვახტანგ კახიძე, ირინე რატიანი, თამარ ბერაია, ზვიად ბოლქვაძე; ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ოპერის გუნდი, სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი და ვაჟთა გუნდი "მძლევარი".
მუსიკოსები ასევე შეასრულებენ ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს: ბელინის ოპერას "ნორმადან" ნორმას არია; ბეთჰოვენის საფორტეპინო კონცერტის ფინალს და ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტის ფინალს.
ს ფინალს და ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტის ფინალს.