დღეს, 24 დეკემბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში ახალგაზრდა პოეტის, ილია კილაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
"როცა ერთად ვიქნებით" ილია კილაძის პირველი პოეტური კრებულია. საღამოზე ავტორთან ერთად ლექსებს მისი მეგობრები - თემურ ჩალაგაშვილი, დავით ქაშიაშვილი, გიორგი ლიპარიშვილი და სალომე სულაბერიძე წაიკითხავენ.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.