. "ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობას ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის წარდგენას სთხოვენ, _ ეს განცხადება დღეს სესიაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ჯანდაცვის მინისტრის სამთავრობო საათზე მოწვევა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის წარმოდგენა.
ანიკაშვილის თქმით, ჰოსპიტალების 100 პროცენტიანი შესყიდვა დაუშვებელია და შეუძლებელია სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთლიანად გადააბაროს კერძო სექტორს.
სწორედ ამიტომ იგი ითხოვს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა სასწრაფოდ უნდა წარადგინოს ჰოსპიტალური სექტორის დაახლოებითი გეგმა მაინც.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა სანდრო კვიტაშვილის სამთავრობო საათზე მოწვევა, მაგრამ გადაუდებელი შეხვედრის გამო მისი სტუმრობა პარლამენტში გადაიდო.
ამასთანმ მაჭავარიანი იმასაც აცხადებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ გაიზარდოს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება~ და იმედოვნებს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.