პროკრედიტ ბანკმა სოციალური პროექტის - "pro art ფოტოგრაფია" - დასრულების აღსანიშნავად სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" სპეციალური მიღება გამართა.
"pro art ფოტოგრაფია" ხელოვნების მხარდაჭერის პროექტის "პრო არტის" ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრები პროკრედიტ ბანკის ფილიალებში გამოფინეს.
ამჯერად პროექტის ჟანრად ფოტოგრაფია იქნა არჩეული. ცნობილი ხელოვნების, კრიტიკოსებისა და პროფესიონალი ფოტოხელოვნებისგან შემდგარმა ჟიურიმ მონაწილეები შეარჩია.
2010-2011 წლების განმავლობაში პროკრედიტ ბანკის ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, გორის, თელავისა და თბილისის ფილიალები პროექტის მონაწილეთა ფოტონამუშებრის გამოფენებს მასპინძლობდა. გამოფენების დათვალიერება ფართო საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი და პროექტის ფარგლებში 60-მდე პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები ფოტოხელოვანი მონაწილეობდა.
"ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ამ პროექტმა ერთმანეთს დააკავშირა საქართველოში მცხოვრები შთაგონებით სავსე ახალგაზრდები, რომელთაც სურთ თავიანთი ფოტოობიექტივით დანახული ცხოვრება გვანახონ და პროფესიონალი ფოტოხელოვანები, რომლებმაც უკვე შეიტანეს თავიანთი წვლილი ხელოვნების ამ ჟანრის განვითარებაში და ახლა თავიანთი ცოდნა ახალგაზრდა კოლეგებს გადასცეს. ტრადიციას გავაგრძელებთ და კატალოგს როგორც საქართველოს კლიენტებსა და პარტნიორებს შორის, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავავრცელებთ. ქართველი ფოტოხელოვანების ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ქვეყანაში პოპულარიზაციის მიზნით, რომლებშიც პროკრედიტ ბანკი მოქმედებს. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ კატალოგში წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშებით, რადგან განვითარების ამოცანები ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტულია. პროკრედიტ ბანკი მომავალშიც განახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს", - განაცხადა პროკრედიტ ბანკის საქართველოს გენერალურმა დირექტორმა მაია მერედოვამ.
აღსანიშნავია რომ "pro art ფოტოგრაფიის" ფარგლებში გამოფენები ეძღვნებოდა საკითხებს, რომლებიც დღეს საზოგადოებაში ფართოდ განიხილება და თან კავშირშია პროკრედიტ ბანკის საქმიანობასთან. პროექტი მიზნად ისახავდა, თანამედროვე ფოტოგრაფიის თვალით დანახული საქართველო წარმოეჩინა.
პროექტის ფარგლებში პერსონალური და ჯგუფური გამოფენები შემდეგ თემებზე გაიმართა: საქართველოს ბუნება, გარემოს დაბინძურება საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ბავშვები საქართველოში და საქართველოს საზოგადოება და კულტურა.
პროკრედიტ ბანკმა პროექტის დასრულებისას სოციალური კატალოგი გამოსცა, რომელშიც პროექტში მონაწილე ყველა ფოტოხელოვანის ნამუშევარია შეტანილი.
პროექტის pro art-ის მიზანი თანამედროვე ქართველი სახვითი ხელოვნების მხარდაჭერა იყო. პროექტი 2007 წელს დაიწყო. 40-მდე ქართველმა მხატვარმა თავიანთი ნამუშევრები პროკრედიტ ბანკის ფილიალებში გამოფინა. პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე ყველა იმ ქვეყანაში სადაც პროკრედიტ ბანკია წარმოდგენილი. ბანკის კლიენტები და პარტნიორები ხშირად კითხულობდნენ, გაგრძელდებოდა თუ არა აღნიშნული პროექტი. პროკრედიტ ბანკმა, როგორც სოციალუირი პასუხისმგებლობის მქონე საბანკო დაწესებულებამ, რომელიც კლიენტებთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს და სწრაფად რეაგირებს საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, გადაწყვიტა გაეგრძელებინა პროექტი, როგორც პროკრედიტ ბანკში განმარტავენ, ამჯერად ფოტოგრაფიის განხრით, რადგან ეს ჟანრი საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო იყო.