თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი 26, 27, 28, 29 და 30 დეკემბერს გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგენს ჩაიკოვსკის ორმოქმედებიან ბალეტ "მაკნატუნას."
"მაკნატუნას" ქორეოგრაფიული ვერსიის პრემიერა გასულ წელს შედგა. ქორეოგრაფია ეკუთვნის ალექსეი ფადეეჩევს. სპექტაკლებში მონაწილეობს საბალეტო დასის მსახიობები და სოლისტები ლალი კანდელაკი, ვასილ ახმეტელი.
სპექტაკლების დასაწყისი 18:00 საათზე.