დღეს, 22 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ვაჟა აზარაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ საკონცერტო დარბაზის წინ კომპოზიტორის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
შემოქმედებით საღამოზე კომპოზიტორის ცნობილ სიმღერებს ახალგაზრდა მომღერლები შეასრულებენ.
"ორსაათიანი პროგრამის განმავლობაში 20-ზე მეტ სიმღერას სხვადასხვა მომღერლები შეასრულებენ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ვაჟა აზარაშვილმა.
ღონისძიება თბილისის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.