22 დეკემბერს ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში მოეწყობა აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შორის ჩატარებული "აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლის" იუბილესადმი მიძღვნილი კონკურსი ხატვაში. ჟიურის მიერ არჩეული გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ საჩუქრებს, წამახალისებელ პრიზებს და დიპლომებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში პირველიდან 15 დეკემბრამდე "აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლის" იუბილისადმი მიძღვნილი კონკურსი ჩაატარა ხატვაში, რომლის გამარჯვებული მოსწავლეც 22 დეკემბერს დასახელდება.
გამოფენის გახსნას დაესწრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია.
გამოფენა 22 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიხსნება.