ახალი ქანდაკება თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზეც უნდა დაიდგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში განაცხადა. პრეზიდენტმა ბათუმში თამარ კვესიტაძის ახალი მოძრავი ქანდაკება „როტაცია" ავტორთან ერთად მოინახულა.
მისი თქმით, ახალი ქანდაკება თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზეც უნდა დაიდგას და ამასთან დაკავშირებით, მალე გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ყველა ხელოვანს შეეძლება.