კალიფორნიის ერთ-ერთ აუქციონზე გაიყიდა ამერიკელი რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის, ორსონ უელსის კუთვნილი "ოსკარის" ქანდაკება, რომელიც მან "მოქალაქე კეინის" სცენარისთვის მიიღო. ქანდაკება 861 542 დოლარად გაიყიდა.
"მოქალაქე კეინი" 1941 წელს ნომინირებული იყო ცხრა ოსკარზე, მაგრამ მხოლოდ ერთი მოიპოვა - საუკეთესო სცენარისთვის. "მოქალაქე კეინი" ბევრი სპეციალისტის აზრით საუკეთესო ნამუშევარია მსოფლიო კინემატოგრაფიაში.